top of page

როგორ მუშაობს

თბილი და მყუდრო ოთახი. წყლისა და მარილების კონცენტრირებული ხსნარით სავსე ავზი საშუალებას წყალში ტივტივის იძლევა. ხსნარის ტემპერატურა თქვენი სხეულის ტემპერატურის ტოლია. ტოტალური იზოლაციაგარე სამყაროსთან. თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციის შესაძლებლობა.

 

ფილტრაციის კომბინაციისა და ბუნებრივად გაჯერებული და ჯანსაღი მარილიანი ხსნარის წყალობით სრული ჰიგიენა და სისუფთავე, ნებისმიერს ფლოტარიუმში შესვლისას სიმძიმის არარსებობის გრძნობა ეუფლება და თავს როგორც დედის მუცელში ისე გრძნობს.

 

კუნთების დაძაბულობა იხსნება მალევე და დაუყოვნებლივ ფიზიკურ შვებას უზრუნველყოფს. დაშლილი ნივთიერებების შემადგენლობა რეალურად ბუნებრივი დახმარებაა სხეულის თვითაღდგენისათვის და სრულყოფილ ჯანმრთელ შეგრძნებაში. ფლოტარიუმში სხეული და გონება ერთნაირად აღიქმება, ხოლო ეფექტი კიდევ დიდ ხანს მიჰყვება ადამიანს აბაზანის მიღების შემდეგ.

 

ჩვენს დაწესებულებაში დაგხვდებათ კომფორტული ოთახი დიდი აბაზანით, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ფლოტარიუმის გამოცდილება. ავზი არის სრულიად ღია, ბარიერების გარეშე და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოერგოთ და მოითხოვოთ ყველაფერი, რაც თავს უკედ გაგრძნობინებთ.

 

დაჯავშნეთ როცა მოგეხერხებათ,არაა სამუშაო დროის ჩათვლით

ვინ და როგორ შედის ფლოტარიუმში

ფლოტარიუმი არის კონცეპცია, რომელიც შექმნილია ადამიანის კეთილდღეობის, ენერგიისა და განმარტოევების შესაქმნელად. ამის მისაღწევადც აუცილებელია ზუსტი წესების დაცვა, როგორც მათგან, ვინც გთავაზობთ ამ მომსახურეობას, ასევე, მათგან, ვინც ირჩევს ამ პროცედურებს.

 

ჩვენ გირჩევთ, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენი ვიზიტი და 10 წუთით ადრე მობრძანდეთ ფორმალური ნაწილის მოსაგავებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ის დრო, როდესაც ფლოტარიუმი. ნებისმიერი კითხვისა ან სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით წინასწარ.

 

შემდგომში მოცემულია რამდენიმე წესი, რომელთა ცოდნაც გჭირდებათ:

  • სისუფთავე

ყველას, ვინც შედის ფლოტარიუმში, უნდა მობრძანდეს სუფთად და დაიცვას პერსონალის მითითებები. დაუშვებელია კოსმეტიკა, ახლადდადებული საღებავები და ყველაფერი, რამაც შეიძლება შეცვალოს ხსნარი ავზში. თქვენს განკარგულებაშია გამოსაცვლელი ოთახი, ავზში შესვლამდე მიიღეთ შხაპი.ეცადეთ მობრძანდეთ მაქსიმალურად მომზადებული,რათა მეტი დრო გქონდეთ ტივტივისათვის.ყველაფერი ადგილზე დაგხვდებათ,რაც დაგჭირდებათ პროცედურისათვის,გარდა საცურაო კოსტუმისა.ნებისმიერ საკითხზე,რაც გაინტერესებთ გაირეთ ჩვენთან კონსულტაცია.

  • ჯანმრთელობა

ავზის გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი უკუჩვენება არ არსებობს, თუმცა მისი გამოყენება აკრძალულია ეპილეფსიით დაავადებულთათვის, მათთვის, ვისაც ბოლო დროს ჰქონდათ სერიოზული ჭრილობები და კანის განსაკუთრებული დაავადებები, მათთვის, ვისაც ჰქონდა და აქვს სერიოზული ფსიქიკური აშლილობები, ყველას, ვინც ინტოქსირებულია ან ნარკოტიკების ქვეშ იმყოფება ასევე,ვისაც საშარდე შეუკავებლობა აქვს ასევე მენსტრუალური ციკლი ვისაც აქვს (ამ შემთხვევაში პროცედურა მხოლოდ გადაიდება). ორსულ ქალებს შეუძლიათ შესვლა, მაგრამ წინასწარი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ გსურთ ექიმთან დაკავშირება, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე, რომლებიც უკვე იცნობენ სტრუქტურას. პროცედურის დანიშვნამდე ჩვენთან გაირეთ კონსულტაცია ნებსიმიერ საკითხთან დაკავშირებით.

bottom of page